პროექტის შესახებ
”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში, ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგი:
- ინგლისურ ენაში
- კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში
- პროფესიულ ორიენტაციაში
- რეგისტრაცია შესაძლებელია 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე, საქართველოს განათლების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში- რესურს ცენტრებში, საჯარო სკოლებში და ვებგვერდზე .
რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტრენინგები დაიწყება 15 სექტემბერს და გაგრძელდება 2 თვე- 15 ნოემბრამდე.
ტრენინგები დაიწყება 15 სექტემბერს და გაგრძელდება 2 თვე- 15 ნოემბრამდე.
სალექციო კურსს ჩაატარებენ პროფესიონალი ტრენერები.
სპეციალურად ამ ტრენინგებისთვის შექმნა სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნა მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას.
მონაწილეებს დაურიგდებათ ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა